ხორბლის ჯიშები საქართველოში
საქართველოში გვხვდება ხორბლის მსოფლიოში ცნობილ სახეობათაგან ყველაზე მეტი
_ 12, მათ
შორის
6 ენდემური
სახეობა
და
ადგილობრივ
ჩამოყალიბებული
ფორმები:
ასლი,
მახა
და
ზანდური.
ასლის
ოთხი
ვარიაცია:
თეთრთავა,
წითელღრუბელა,
თავთავიანი,
შავარშიანკილიანი.
სპელტა
კი
მიწათმოქმედების
საწყისი
ეპოქის
არქეოლოგიურ
მონაპოვრებშია
დამოწმებული.
სპელტას
ჯგუფის
თავისებური
წევრია
მახა.
ზანდური
ორი
სახისაა:
გვაწა
ზანდური
და
ჩელტა
ზანდური.
რაჭაში
მათ
შესაბამისად
წმინდასა
და
გობეჯას
ეძახიან.
სამეგრელოში
_ პეტა
ქობალას
უწოდებენ.
საუკეთესო
ფქვილით
კარგი
სახაჭაპურე
ცომი
იზილებოდა;
პური
ნოყიერი,
გემრიელი
და
სურნელოვანი
გამოდიოდა,
რამდენიმე
დღე
ინარჩუნებდა
სირბილეს,
რაც
განსაკუთრებით
ფასეული
იყო
ლაშქრობა-მგზავრობისას.
კორკოტი
მზადდებოდა:
დასავლეთ
საქართველოში
ზანდურისგან,
აღმოსავლეთში
_ ასლისგან.
დამოწმებულია
რბილი
ხორბლის
32 ვარიაცია
და
ასზე
მეტი
ფორმა.
ქართულმა
წერილობითმა
წყაროებმა
და
ყოფამ
შემოგვინახა
რბილი
ხორბლის
ადგილობრივი
სახელწოდებები:
იფქლი,
ირქი
(მეგრ.),
ითქ,
კუეცენ
(სვან)
ყანა,
ანეული,
პური,
ძველი
პური
ან
ძველი
თესლი,
დოლის
პური
ან
დოლი
(თეთრი,
წითელი,
შინდური),
წმინდა,
ხულუგო,
გომბორულა
და
სხვა.
დოლის
პურისგან
ცხვება
მეტად
გემრიელი,
სურნელოვანი
პური,
რომელსაც
სირბილეს
მატებდა
დამსარევლიანებელი
ჭვავი
(უპირატესად
მთაში)
და
მახობელა
(უმეტესად
ბარში).
დოლის
პურის
განსაკუთრებული
სირბილის
გამო
მის
ფქვილს
ხმარობენ
თათარისა
და
ჩურჩხელებისთვის.
დოლის
პური
ძირითადად
აღმოსავლეთ
და
სამხრეთ-აღმოსავლეთ
რაიონების
ხორბალია.
იქ
გავრცელებული
ვარიაციები
ცნობილია
შემდეგი
სახელწოდებით:
იფქლი,
იგივე
ჩვენებური
პური,
შინაური
პური,
შემოდგომის
პური,
ტრედისფერი,
ყირმიზა
და
სხვა.
დიკის
მრავალრიცხოვან
ქვესახეობათა
და
ფორმათა
შორის
მთავარია
სამი.
მათი
შესატყვისი
ადგილობრივი
სახელწოდებებია:
თეთრი
ანუ
უბრალოდ
დიკა,
შავი
ან
შავფხა
და
წითელი
დიკა.
დიკის
პური
გემრიელია,
ტკბილი.
კარგია
თავთუხი.
განსაკუთრებით
ფასეულია
შავფხა
და
შავი
თავთუხი.
აქვს
მსხვილი
მარცვალი,
დიდი,
მსუყე,
ბარაქიანი
თავთავი,
რომელიც,
ხალხური
დახასიათებით,
ჩიტივით
აზის
ღეროს,
იძლევა
თეთრ
ფქვილსა
და,
შესატყვისად,
თეთრსავე
ნამცხვარს,
პური
გემრიელი
ცხვება.
მისი
`შუქიანი~
ფქვილისგან
დამზადებული
`თვალმახარა~
თეთრი
და
გემრიელი
პური
კარგია
მხოლოდ
ახალგამომცხვარი.